პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა

კევინ დე ბრუინის მეუღლემ, მიშელ ლაკრუამ განაცხადა, რომ ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა და ქალაქში არსებული შეზღუდვების გამო ოჯახთან ერთად წასვლას გეგმავს. მისი თქმით, ნეაპოლში პოპულარობის გამო ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება შეუძლებელია.

"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სპორტალი

"ნაპოლის" ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის მეუღლემ, მიშელ ლაკრუამ ნეაპოლში ცხოვრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ქალაქი მისთვის და მისი ოჯახისთვის არაკომფორტულია.

"კევინი ნეაპოლში ძალიან შეზღუდული ცხოვრებით ცხოვრობს. მისთვის ეს სასიამოვნო არ არის. გარდა ამისა, ქუჩაში გასვლა და ქალაქში ოჯახთან ერთად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს პოპულარობის მეორე მხარეა.

მანჩესტერში ხალხი კევინს უკვე შეჩვეული იყო და განსაკუთრებულ ყურადღებას აღარ აქცევდა. ქუჩაში გასვლა ისე შეგვეძლო, რომ არავინ გვიღებდა ფოტოს. ნეაპოლში ეს შეუძლებელია.

სულ უფრო ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს, რომ ლიმბურგში უნდა ვიცხოვროთ. რაც უფრო მალე წავალთ, მით უკეთესი", - განაცხადა მიშელ ლაკრუამ

შეგახსენებთ, დე ბრუინი "პარტენოპეის" 2025 წლის ივნისში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები