ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს და ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც" - კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგება

შიო მესამემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს მოუწოდა, ქრისტიანული სიყვარული მტრებზეც გაავრცელონ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბოროტების წახალისებას არ ნიშნავს და მის ნებისმიერ გამოვლინებას სიკეთით, ლოცვითა და ქველმოქმედებით უნდა შევეწინააღმდეგოთ.

"ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს და ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც" - კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგება
"ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს და ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც" - კათოლიკოს-პატრიარქის საკვირაო ქადაგებარუსთავი 2

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, შიო მესამემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და სიკეთის, სიყვარულისა და ქველმოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"უფალი ამბობს, რომ როგორც გინდათ, თქვენ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოექეცით მათ. რა საზღაური გექნებათო, თუ მარტო ახლობლები გეყვარებათ და ვინც თქვენი მოყვარეა, ამას ხომ წარმართებიც და ცოდვილებიც აკეთებენ.

ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს და ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც. შური არ ვიძიოთ, ბოროტებით ბოროტებას არ ვუპასუხოთ.

მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს ბოროტების წახალისებას, ხელის დაფარებას და მიჩქმალვას, იმიტომ, რომ ბოროტების ნებისმიერ გამოვლინებას უნდა შევეწინააღმდეგოთ, ის უნდა აღმოვფხვრათ. პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ სიყვარულით, სიკეთით, ქველმოქმედებით, ლოცვით, შეგონებით", - აღნიშნა შიო მესამემ ქადაგებისას.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უფალი ამბობს, რომ როგორც გინდათ, თქვენ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისე მოექეცით მათ. რა საზღაური გექნებათო, თუ მარტო ახლობლები გეყვარებათ და ვინც თქვენი მოყვარეა, ამას ხომ წარმართებიც და ცოდვილებიც აკეთებენ. ქრისტიანის სიყვარული უნდა აღემატებოდეს ჩვეულებრივ სიყვარულს და ყველა ადამიანზე ვრცელდებოდეს, მათ შორის მტრებზეც. შური არ ვიძიოთ, ბოროტებით ბოროტებას არ ვუპასუხოთ. მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს ბოროტების წახალისებას, ხელის დაფარებას და მიჩქმალვას, იმიტომ, რომ ბოროტების ნებისმიერ გამოვლინებას უნდა შევეწინააღმდეგოთ, ის უნდა აღმოვფხვრათ. პირველ რიგში, უნდა აღმოვფხვრათ სიყვარულით, სიკეთით, ქველმოქმედებით, ლოცვით, შეგონებით“
შიო მესამე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პატრიარქი: ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, ცხოვრების გამარტივებამ და ცრუ ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები