პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რეაბილიტაციის გამო ჭოველიძის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, 15 ნოემბრის 00:00-დან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ასახვევსა და კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

რეაბილიტაციის გამო ჭოველიძის კვეთიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ფორმულა

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00-მდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე - ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე.

მიზეზად აღნიშნულ მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგებაა დასახელებული.

აღნიშნულია, რომ შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით. ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

"კერძოდ, ავტობუსები - N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

აგრეთვე, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოთბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15-16 ნოემბერს საავტომობილო შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალური15 ნოემბრის თბილისში, თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და მერაბ კოსტავას ქუჩაზე - თამარ ჭოველიძის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15-16 ნოემბერს საავტომობილო შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები