თბილისის მერია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15-16 ნოემბერს საავტომობილო შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძისა და კოსტავას ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება და შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები.

შოთა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბრის 00:00 საათიდან 16 ნოემბრის 00:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება თამარ ჭოველიძის ქუჩის ასახვევში და ასევე მერაბ კოსტავას ქუჩაზე - თამარ ჭოველიძის გადაკვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენები იგება.
შეზღუდვის პერიოდში ავტომობილებს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ძმები კაკაბაძეების ქუჩის გამოყენებით.
შეზღუდვის დროს ერთი დღით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
კერძოდ, ავტობუსები - N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკროავტობუსები: N472,N 532, N540 და N541 მელიქიშვილის გამზირიდან გადაადგილებისას ბარათაშვილის ქუჩას გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან, საიდანაც მგზავრთა მომსახურებას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
ხოლო მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…