ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით, 11 სექტემბრიდან ტრანსპორტის გადაადგილების დროებითი სქემა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება.

ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლება
ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ გადაადგილების დროებითი სქემა 11 სექტემბრიდან იცვლებაპირველი არხი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ მოძრაობის დროებითი სქემა 11 სექტემბრის 00:00 საათიდან იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ.

„ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტომანქანები მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, ისე ფილარმონიისკენ და მარცხნივ მოხვევით ჭოველიძის ქუჩაზე. ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ასევე მარცხნივ, ფილარმონიის მიმართულებით.

იცვლება ამ მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტიც: ავტობუსები – N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 391, 397 და მიკროავტობუსები – N457, 472, 532, 540, 541 მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოხვდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. აქედან კი დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას კოსტავას ქუჩასთან დასაკავშირებლად ანალოგიურად გამოიყენებენ მარჯვენა სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტის ორი გაჩერება იმოქმედებს – N8-სთან და მის მოპირდაპირედ, ასევე, N14-თან და მის მოპირდაპირე მხარეს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დედაქალაქის მერმა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ჩართულ უწყების თანამშრომლებსა და კომპანიებს მადლობა გადაუხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები