პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინეთის თავდაცვის მინისტრი: “ფინეთის ნატო-დან გასვლა მოლაპარაკებების საგანი არ არის, რუსეთმა ეს იცის, ასეთი რამის შეთავაზებაც კი სრულიად აღმაშფოთებელია”

ნატო

ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰაკანენმა კატეგორიულად უარყო რუსეთის სავარაუდო მოთხოვნა ქვეყნის ნატო-დან გასვლის შესახებ და განაცხადა, რომ ალიანსის წევრობა მოლაპარაკების საგანი არ არის.

ფინეთის თავდაცვის მინისტრი: “ფინეთის ნატო-დან გასვლა მოლაპარაკებების საგანი არ არის, რუსეთმა ეს იცის, ასეთი რამის შეთავაზებაც კი სრულიად აღმაშფოთებელია”
POSTV

ფინეთმა უარყო რუსეთის სავარაუდო მოთხოვნა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში ქვეყანამ ნატო უნდა დატოვოს. ფინეთის თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის განცხადებით, ფინეთის ალიანსის წევრობა მოლაპარაკების საგანი არ არის.

„ასეთი საკითხები არავითარ შემთხვევაში არ ექვემდებარება მოლაპარაკებას. რუსეთმა ეს იცის. ასეთი რამის შეთავაზებაც კი სრულიად აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ჰაკანენმა.

გერმანული გამოცემის, „ბილდის“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აბუ დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის მიერ წარდგენილი წინადადებები, სავარაუდოდ, ითვალისწინებდა ფინეთის ნატო-დან გასვლასაც.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში უსაფრთხოების არსებული სტრუქტურის შეცვლას ცდილობს, რაც სახიფათოა. როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბოლო მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ წამოჭრა ევროპაში უსაფრთხოების სტრუქტურის შეცვლის საკითხი, რაც, მისი შეფასებით, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

„რუსეთი, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს ნატო-ს წევრი ყველა ქვეყნისა და მათი საზოგადოებების ნაცვლად. ის, რომ პუტინს სურს, ევროპაში საზღვრები შეცვალოს, ფაქტია. დარწმუნებული ვარ, ეს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების გადახედვის მისეულ კონცეფციას უკავშირდება. ეს სახიფათოა, რადგან, ჩემი აზრით, სწორედ მსგავსი საკითხები იწვევს ომს ან ესკალაციას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: აშშ-ის წარმომადგენლებმა დააყენეს ნატოზე დონბასის გაცვლის საკითხიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები