საზოგადოება · 14 ნოემბერი, 14:08
თავისუფლების მეტროში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა - დაწყებულია გამოძიება
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ 22 წლის კაცი ლიანდაგებში ჩავარდა და გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

მეტროსადგურში, „თავისუფლების მოედანი“ 22 წლის ახალგაზრდა კაცი დააიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის ლიანდაგებში ჩავარდა. მატარებელი არ შეჯახებია. ამოიყვანეს, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო. მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
წინასწარი ცნობით, ის სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…