"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
მარკ კუკურელიას განცხადებით, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვებაზე ჰარი კეინის გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო. ესპანელი მცველი მიიჩნევს, რომ ჯილდოს უფრო ლამინ იამალი ან კილიან მბაპე იმსახურებდნენ.

"რეალის" 28 წლის ესპანელმა მცველმა მარკ კუკურეიამ წლევანდელ "ოქროს ბურთის" დაჯილდოვებაზე ისაუბრა. მისი აზრით, კეინს საოცარი სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ მისი გამარჯვება მაინც მოულოდნელი იყო.
მადრიდელთა უკანახაზელს მიაჩნია, რომ პრიზის გადაცემა მის თანამემამულე ლამინ იამალისთვის ან "რეალში" თანაგუნდელ კილიან მბაპესთვის უფრო სამართლია იქნებოდა.
"ვერ ვიტყოდი, რომ ჰარის გამარჯვება უსამართლოა, რადგან თუ მის სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ ციფრებს, რომელთა გამეორებაც კეინმა შესაძლოა ვეღარასდროს შეძლოს. ამ მხრივ, მას მართლაც გამორჩეული სეზონი ჰქონდა.
თუმცა, პირადად მე, ჯილდოს მბაპეს ან ლამინს გადავცემდი. ეს ისეთი მოთამაშეები არიან, რომელთა თამაშის სანახავადაც, როგორც გულშემატკივარი, ტელევიზორს სიამოვნებით ჩავრთავდი.
ასე რომ, საქმე ის კი არ არის, თითქოს კეინი ჯილდოს არ იმსახურებდა, არამედ ის, რომ მისი გამარჯვება ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო", - განუცხადა კუკურელიამ El Chiringuito TV-ს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…