"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ლამინ იამალი "ოქროს ბურთს" იმსახურებდა მას შემდეგ, რაც დაჯილდოებაზე ფეხბურთელმა მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა.

26 ოქტომბერს, ლონდონში, პალადიუმის თეატრში, "ოქროს ბურთის" რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მამაკაცთა შორის ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა.
მესამე პოზიცია "ბარსელონას" ესპანელმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა დაიკავა, რაც "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას არ ესიამოვნა და განაცხადა, რომ "ოქროს ბურთს" სწორედ იამალი იმსახურებდა.
"ლამინმა ამ სეზონში საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" მისთვის მიეცა. ყველას გვინდოდა, რომ ეს ჯილდო "ბარსელონას" ფეხბურთელს მიეღო, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს შედეგი სპორტული სულისკვეთებით უნდა მივიღოთ და დამატებით მოტივაციად გამოვიყენოთ", - თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ.
კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი შედეგის შემდეგ იამალს მხარდაჭერა სჭირდება. ლაპორტას თქმით, კლუბი კვლავაც დაეხმარება ახალგაზრდა ფეხბურთელს უმაღლესი ინდივიდუალური ჯილდოებისკენ სწრაფვაში.
გეტყვით იმასაც, რომ იამალი ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 20 წლამდე "ოქროს ბურთის" გამოკითხვის ტოპ 10-ში მოხვედრა სამჯერ მოახერხა.
ციტატები სტატიიდან
„ლამინმა ამ სეზონში საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" მისთვის მიეცა. ყველას გვინდოდა, რომ ეს ჯილდო "ბარსელონას" ფეხბურთელს მიეღო, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს შედეგი სპორტული სულისკვეთებით უნდა მივიღოთ და დამატებით მოტივაციად გამოვიყენოთ“
„ფეხბურთელს მიეღო, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს შედეგი სპორტული სულისკვეთებით უნდა მივიღოთ და დამატებით მოტივაციად გამოვიყენოთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…