ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ

"ოქროს ბურთის" რიგით 70-ე დაჯილდოებაზე წლის მთავარი ინდივიდუალური პრიზი ჰარი კეინმა მოიპოვა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ნომინანტებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.

"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგსპორტალი

26 ოქტომბერს, ლონდონში, პალადიუმის თეატრში, "ოქროს ბურთის" რიგით 70-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მამაკაცთა შორის ფეხბურთში წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა.

33 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში "ბაიერნთან" ერთად ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი მოიგო. ინგლისელმა "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 51 მატჩში თავი 61 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

ჰარი კეინი გახდა მეხუთე ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო - აქამდე ტიტულს სტენლი მეთიუსი, ბობი ჩარლტონი, კევინ კიგანი დაეუფლნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის მე-6 ადგილი დაიკავა, რითაც ქართველმა ფეხბურთელმა თავისი წინა ორი შედეგი გააუმჯობესა, 2025 წელს "კვარა" მე-12 პოზიციაზე, ხოლო 2023 წელს მე-17 ადგილზე გავიდა. პრიზის გადაცემის შემდეგ კეინმა ემოციური განცხადება გააკეთა.

"სიტყვებს ძლივს ვპოულობ. ის ფაქტი, რომ ახლა ლონდონში ვიმყოფები, ამ საღამოს განსაკუთრებულს ხდის. ვინც ხმა მომცა, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი. წარმომიდგენია, რა რთული არჩევანის წინაშე იდექით.

დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ძალიან დიდ მხარდაჭერას მაძლევს. ამ ემოციებს ერთად ვიზიარებთ. ვიცი, რამდენს მეხმარებით მოედნის მიღმა, რაც საშუალებას მაძლევს, მოედანზე მაქსიმუმი გავიღო და საუკეთესო თამაში ვაჩვენო.

ჩემო ძმაო, ჩარლი, თითქოს გუშინ იყო, ბაღში ბურთს რომ ვაგორებდით... ფეხბურთისადმი ის გატაცება, ის ნამდვილი სიგიჟე... ვიცი, იტყვი, რომ სწორედ შენ გადმომეცი ფეხბურთის ნიჭი - ამისთვის დიდი მადლობა.

დედა, მამა - რა მომენტია! ამდენი წელი, ამდენი მსხვერპლი, თქვენი მხარდაჭერა... სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვარჯიშებზე დადიოდით, თამაშებს ესწრებოდით და დღემდე ასეა - თქვენ გვერდით მყავხართ. იმ თვისებებმა, რომლებიც თქვენ ჩამინერგეთ, მომცა საშუალება, წარმატებისთვის მიმეღწია და დღეს აქ ვყოფილიყავი.

ჩემი შვილები სახლიდან მიყურებენ, უკვე მათი დაძინების დროა! ამ ყველაფერს სწორედ თქვენი გულისთვის ვაკეთებ. ეს საღამო განსაკუთრებულია. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას, რათა ერთად აღვნიშნოთ. ძალიან მიყვარხართ.

ჩემი მეუღლე, ქეითი, ჩემი საუკეთესო მეგობარია. შენ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ. ჩვენ ეს შევძელით! ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო გინდა! საკუთარ თავს სწირავ, რათა დამეხმარო მიზნების მიღწევაში. შენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა", - თქვა კეინმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციურიხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სიტყვებს ძლივს ვპოულობ. ის ფაქტი, რომ ახლა ლონდონში ვიმყოფები, ამ საღამოს განსაკუთრებულს ხდის. ვინც ხმა მომცა, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი. წარმომიდგენია, რა რთული არჩევანის წინაშე იდექით. დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ძალიან დიდ მხარდაჭერას მაძლევს. ამ ემოციებს ერთად ვიზიარებთ. ვიცი, რამდენს მეხმარებით მოედნის მიღმა, რაც საშუალებას მაძლევს, მოედანზე მაქსიმუმი გავიღო და საუკეთესო თამაში ვაჩვენო. ჩემო ძმაო, ჩარლი, თითქოს გუშინ იყო, ბაღში ბურთს რომ ვაგორებდით... ფეხბურთისადმი ის გატაცება, ის ნამდვილი სიგიჟე... ვიცი, იტყვი, რომ სწორედ შენ გადმომეცი ფეხბურთის ნიჭი - ამისთვის დიდი მადლობა. დედა, მამა - რა მომენტია! ამდენი წელი, ამდენი მსხვერპლი, თქვენი მხარდაჭერა... სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვარჯიშებზე დადიოდით, თამაშებს ესწრებოდით და დღემდე ასეა - თქვენ გვერდით მყავხართ. იმ თვისებებმა, რომლებიც თქვენ ჩამინერგეთ, მომცა საშუალება, წარმატებისთვის მიმეღწია და დღეს აქ ვყოფილიყავი. ჩემი შვილები სახლიდან მიყურებენ, უკვე მათი დაძინების დროა! ამ ყველაფერს სწორედ თქვენი გულისთვის ვაკეთებ. ეს საღამო განსაკუთრებულია. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას, რათა ერთად აღვნიშნოთ. ძალიან მიყვარხართ. ჩემი მეუღლე, ქეითი, ჩემი საუკეთესო მეგობარია. შენ ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ხარ. ჩვენ ეს შევძელით! ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო გინდა! საკუთარ თავს სწირავ, რათა დამეხმარო მიზნების მიღწევაში. შენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა“
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ჰარი კეინი „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები