პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება

19 ნოემბერს დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება, სადაც ბირთვული იარაღის კონტროლსა და ირანის თემას განიხილავენ.

დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება
ინტერპრესნიუსი

დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა 19 ნოემბერს გაიმართება, - ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის, ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის სამმხრივი შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის ფარგლებში, ქალაქ შენჭენში შედგება.

ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება.

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი შეხვედრაზე ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხს განიხილავს.

„ის მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირების საკითხს განიხილავს, რომლის გავრცელებასაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან საშიშად თვლის“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა.

ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპი ირანში ომის საკითხსაც წამოჭრის, თუმცა უკრაინაში ომის საკითხის განხილვა მოსალოდნელი არ არის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოThe Hill: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინას არ განიხილავენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოTHE HILL: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინის საკითხის განხილვა არ იგეგმება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: “მე ვაპირებ ჩინეთში გამგზავრებას და ვფიქრობ, ერთ-ერთი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან მექნება, რაც ძალიან საინტერესო იქნება”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები