პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

The Hill: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინას არ განიხილავენ

The Hill-ის ცნობით, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, სადაც ბირთვულ განიარაღებასა და ირანზე იმსჯელებენ, თუმცა უკრაინის საკითხს არ განიხილავენ.

The Hill: ტრამპი, პუტინი და სი ძინპინი ჩინეთში პირველ სამმხრივ შეხვედრას გამართავენ, თუმცა უკრაინას არ განიხილავენ
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მომავალ კვირას ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდებიან. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს სამი ქვეყნის ლიდერების პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება. ტრამპი აზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) სამიტსა და ჩინეთში დაგეგმილ APEC-ის სამიტს დაესწრება.

თეთრი სახლის წარმომადგენლის ოლივია უელსის განცხადებით, პრეზიდენტი შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მსოფლიოში ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხსაც განიხილავს.

„პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მსოფლიოში ბირთვული იარაღის შემცირებაზე ისაუბრებს. პრეზიდენტ ტრამპს მიაჩნია, რომ ბირთვული იარაღის გავრცელება ძალიან სახიფათოა“, - განაცხადა უელსმა ჟურნალისტებთან.

აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, შეხვედრის შედეგად რაიმე შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელი არ არის.

„ამ შეხვედრას დავახასიათებდი, როგორც საწყის ეტაპს - ამ ქვეყნებს შორის ლიდერების დონეზე პირველ საუბარს. იმედი გვაქვს, ეს იქნება პროდუქტიული საუბარი, რომელიც მომავალში თანამშრომლობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ირანის საკითხსაც განიხილავენ. ამასთან, ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის საკითხის განხილვას არ აპირებს.

ტრამპმა მიმდინარე თვის დასაწყისში მიანიშნა, რომ ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შეხვდებოდა, თუმცა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად მხოლოდ ახლა დადასტურდა.

აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ ბოლო შეთანხმება - ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება (New START) - თებერვალში ამოიწურა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ხელშეკრულება ხუთი წლით გახანგრძლივდა. შეთანხმება განსაზღვრავდა აშშ-ისა და რუსეთის მიერ განთავსებული სტრატეგიული ბირთვული ქობინებისა და მათი გადამტანი საშუალებების მაქსიმალურ რაოდენობას.

New START-ის ხელშეკრულების კიდევ ერთხელ გახანგრძლივება შეუძლებელი იყო, შესაბამისად, ტრამპს ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკება მოუწევს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩვენ ვცდილობთ, დავასრულოთ ომი ირანში – ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები