ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მედია: პოლონეთის პრეზიდენტი გვიან ღამით წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდა

საკონსტიტუციო სასამართლო

პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება ერთი თვით შეუჩერა.

მედია: პოლონეთის პრეზიდენტი გვიან ღამით წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდა
მედია: პოლონეთის პრეზიდენტი გვიან ღამით წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდაიმედინიუსი

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გვიან ღამით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლა, წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და იქ მყოფ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ანა კორვინ-პიოტროვსკას განცხადებით, მათ ხელი შეუშალეს სასამართლოს საერთო კრების მოწვევას, რომელშიც ყველა მოსამართლეს უნდა მიეღო მონაწილეობა. შედეგად, სასამართლომ გადაწყვეტილებების მიღება ვერ შეძლო.

„დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ პრეზიდენტს რამდენჯერმე შესთავაზა, სახელმწიფო ინსტიტუტების თანამდებობის პირებისთვის შესაფერის, უსაფრთხო გარემოში შეხვედროდნენ. პრეზიდენტმა მასთან ფიზიკური დაპირისპირების გზა აირჩია“, - იუწყება მედია.

მანამდე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი სენეგალში ვიზიტის შეწყვეტის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნდა.

პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვენჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 2
  1. ოპერატიული ზსუ · Telegramნეიტრალურიკაროლ ნავროცკი: ასეთ დროს პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იყოს. სენეგალისკენ ფრენას ვწყვეტ. ვბრუნდები
  2. იმედინიუსისამთავრობოAP: პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართული აქცია დაკავებებით დასრულდა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპოლონური მედია - კაროლ ნავროცკი, რომელიც სენეგალში მიფრინავდა, პოლონეთში დაბრუნდა და საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში შესვლა სცადა
  4. რუსთავი 2სამთავრობოპოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ სამი პირი დააკავა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობაში პოლიციამ რეიდი ჩაატარა - ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მწვავდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები