პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაროლ ნავროცკი პოლონეთში არსებულ კრიზისზე: ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია - პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ვხედავთ

საქართველოს პარლამენტი

პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისი ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია. დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ტრიბუნალში ახალი მოსამართლეების არჩევა და პრეზიდენტის მიერ მათთვის ფიცის მიღებაზე უარის თქმა გახდა.

პოლონეთში პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დაპირისპირება მწვავდება. მხარეები ერთმანეთს საკონსტიტუციო ტრიბუნალზე ზეწოლასა და მასზე კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ. კრიზისის მიზეზი ტრიბუნალის მოსამართლეების დანიშვნისა და უფლებამოსილების საკითხია. დონალდ ტუსკის კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარლამენტმა ტრიბუნალში ახალი მოსამართლეები აირჩია. თუმცა პრეზიდენტმა მათგან ფიცის მიღებაზე უარი თქვა.

პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია და პროცესში პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ხედავს:

"როდესაც საჭირო იყო გვერდის ავლით ფიცის უკანონოდ დადების ორგანიზება, თაობებისთვის მილიარდობით ვალდებულების აღება ან ერთსქესიანი წყვილებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, მაშინ მმართველ გუნდს ჩემი მხარდაჭერა არ სჭირდებოდა.

ახლა კი პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ვხედავთ. ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია. ახლა კი ისეთ ვითარებას ვუახლოვდებით, როდესაც ყველაფრისთვის საკმარისი თანხა აღარ გვექნება. ეს მცდარი პოლიტიკის შედეგია და ამისთვის მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ." - აცხადებს კაროლ ნავროცკი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდონალდ ტუსკი: საკონსტიტუციო ტრიბუნალზე თავდასხმა ქვეყანაში კანონის უზენაესობის მოშლის კიდევ ერთი ეტაპია. პროცესის უკან დგანან პარტია "კანონი და სამართლიანობა", ასევე ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ანჯეი დუდა და კაროლ ნავროცკი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როდესაც საჭირო იყო გვერდის ავლით ფიცის უკანონოდ დადების ორგანიზება, თაობებისთვის მილიარდობით ვალდებულების აღება ან ერთსქესიანი წყვილებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, მაშინ მმართველ გუნდს ჩემი მხარდაჭერა არ სჭირდებოდა. ახლა კი პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაბრალებას ვხედავთ. ეს ამ ხელისუფლების პოლიტიკური სპექტაკლია. ახლა კი ისეთ ვითარებას ვუახლოვდებით, როდესაც ყველაფრისთვის საკმარისი თანხა აღარ გვექნება. ეს მცდარი პოლიტიკის შედეგია და ამისთვის მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.“
კაროლ ნავროცკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრეზიდენტი არ შეიძლება იდგეს უკან და ეუბნებოდეს პოლონელებს: "წინ". პასუხისმგებლობა ნიშნავს იყო პირველი იქ, სადაც საჭიროა ემსახურო პოლონეთს, მიიღო რთული გადაწყვეტილებები და აიღო პასუხისმგებლობა - კაროლ ნავროცკი​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები