ბექა დავითულიანი კაზინოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საპატრიარქოს რეაქციაზე: „დიალოგი მიმდინარეობს მუდმივად და ყველაფერი კარგად იქნება – ეკლესია და სახელმწიფო იქნებიან ერთად, როგორც ყოველთვის იყვნენ ჩვენი ისტორიის განმავლობაში“
დეპუტატ ბექა დავითულიანის განცხადებით, კაზინოების შესახებ კანონპროექტში არსებითად არაფერი იცვლება, ხოლო საპატრიარქოსთან მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„დიალოგი მიმდინარეობს მუდმივად და ყველაფერი კარგად იქნება – ეკლესია და სახელმწიფო იქნებიან ერთად, როგორც ყოველთვის იყვნენ ჩვენი ისტორიის განმავლობაში“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი, ბექა დავითულიანი კაზინოების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას.
„ის კანონი, რის გამოც კრიტიკა წამოვიდა – ვგულისხმობ კაზინოების თემას – ეკლესიისთვის სენსიტიური საკითხია, მაგრამ იმ კანონში, რაც მე მაქვს ნანახი, არსებითად არაფერი იცვლება. თუმცა ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ეს იყო სენსიტიური.
დიალოგი მიმდინარეობს მუდმივად, ყველაფერი კარგად იქნება, იმედია, გაირკვევა ყველაფერი და ეკლესია და სახელმწიფო იქნებიან ერთად, როგორც ყოველთვის იყვნენ ჩვენი ისტორიის განმავლობაში. თუ არ იყვნენ, ეს ყოველთვის დამაზიანებელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ამიტომ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რაიმე უხერხულობა არ დარჩეს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…