ბექა დავითულიანი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე: „ზღვა ამერიკის კონტროლქვეშაა, ხმელეთზე კი ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მოკლე გზები რუსეთსა და ირანზე გადის, რომლებიც ახლა დაბლოკილია. ამიტომ დავრჩით ჩვენ — ერთი პატარა ქვეყანა ტვირთების გასატარებლად. სწორედ ამიტომ ვერ გვეშვება ევროკავშირი, ხელს ვერ გვიშვებს. მართალია, ახლა ევრობიუროკრატიის კრედო აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი ეროვნული მრწამსისგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მალე შეიცვლება და იქაც ნარატივი აუცილებლად გადალაგდება“
საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ რუსეთისა და ირანის მარშრუტების დაბლოკვის გამო ევროკავშირი საქართველოს ტვირთების გატარების საჭიროების გამო „ხელს ვერ უშვებს“.

„ზღვა ამერიკის კონტროლქვეშაა, ხმელეთზე კი ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მოკლე გზები რუსეთსა და ირანზე გადის, რომლებიც ახლა დაბლოკილია. ამიტომ დავრჩით ჩვენ — ერთი პატარა ქვეყანა ტვირთების გასატარებლად. სწორედ ამიტომ ვერ გვეშვება ევროკავშირი, ხელს ვერ გვიშვებს. მართალია, ახლა ევრობიუროკრატიის კრედო აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი ეროვნული მრწამსისგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მალე შეიცვლება და იქაც ნარატივი აუცილებლად გადალაგდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის გვქონდა ჩვენი ადგილი – ჩვენ ვართ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარე ქვეყანა, რომელსაც ერთის ენაც ესმის და მეორესაც. გვინდა უკეთესი მომავალი და უკეთესი ყოფა, ვიდრე გვაქვს, მაგრამ გვესმის იმ ხალხისაც, რომელთაც ჩვენზე უარესი ყოფა აქვთ. ამიტომ ჩვენ ვართ რაღაცნაირი ხიდი და ამ კულტურათა დიალოგის ადგილი. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი როლი დავიჭიროთ, როგორც სტრატეგიულმა სახელმწიფომ, ამ ურთიერთობებში – ვთარგმნოთ ეს კულტურები ერთმანეთისთვის, ვთარგმნოთ ეკონომიკები და ამით სარგებელი მივიღოთ. ამისთვის პირველ რიგში აუცილებელი წინაპირობაა სამოქალაქო თანხმობა და მშვიდობა ერის შიგნით, რადგან თუ შიგნით არ გვექნება მყარი მხარდაჭერა მიმდინარე გლობალური კრიზისის ფონზე, აუცილებლად რაღაც პრობლემას წავაწყდებით.
რეალურად, ზღვა კონტროლდება ამერიკის მიერ, ხოლო ხმელეთზე ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე გზები გადის ან ირანზე, ან რუსეთზე, რომელიც ახლა დაბლოკილია. ამიტომ დავრჩით ჩვენ – ერთი პატარა ქვეყანა ტვირთების გასატარებლად. სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირი ვერ გვეშვება – თან გვაკრიტიკებენ და თან ხელს ვერ გვიშვებენ. ჩემი აზრით, ეს კარგია, რომ ხელს ვერ გვიშვებენ, რადგან მართალია, ახლა ჩვენი ეროვნული მრწამსი და კრედო აბსოლუტურად განსხვავდება ევრობიუროკრატიისგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის ძალიან მალე შეიცვლება, გადალაგდება იქაც ნარატივი აუცილებლად, სხვანაირად ვერ მოხდება. თუ სხვანაირად მოხდა, სტრატეგიულ რუკაზე დარჩება მარტო ორი ცენტრი – ჩინეთი და რუსეთი, ხოლო ევროპა გაქრება. საბოლოოდ კი მხოლოდ ჩინეთი და ამერიკა დარჩებიან ზეიმპერიებად. მგონია, რომ ამას ვიღაცები იქ აცნობიერებენ, უბრალოდ ძალა არ ჰყოფნით ჯერ, რომ სიტუაცია გადატეხონ და სიმართლე თქვან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…