პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: დაკავშირებადობა ძალიან უნდათ, მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებიან, რომ შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა. იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით და შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებით მხოლოდ ერთი ანტიდემოკრატიული მიზანი ამოძრავებდა — ხელისუფლებაში მათი ყველა დავალების შემსრულებელი პარტიების მოყვანა, რასაც ორმხრივი ურთიერთობები შეეწირა.

ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: დაკავშირებადობა ძალიან უნდათ, მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებიან, რომ შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა. იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით და შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ
იმედინიუსი

რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საუბარი დაიწყო, არც ერთხელ არ მოგვისმენია ევროკავშირისგან პოზიტიური დამოკიდებულება, — განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მისი თქმით, ევროკავშირს მთლიანად ყველაფერი განმსჭვალული ჰქონდა ერთი პოლიტიკური მიზნით — მოიყვანონ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტიები, რომლებიც მათი ყველა დავალების შემსრულებლები იქნებიან.

„მე გამიჭირდება ზუსტი პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ბრიუსელი. ობიექტურად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ბრიუსელი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იმ დაბრმავებამ პოლიტიკური თვალისა, რაც მათ საქართველოსთან მიმართებით გააკეთეს, უმდაბლეს დონეზე დაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ამის იქით სადღა უნდა წავიდნენ, რა უნდა გააკეთონ?! გადავიდეთ ხალხის დასჯაზე?! ხალხს ეტყვიან, რომ ერთი პატარა მონაპოვარი, რაც ამ ხნის განმავლობაში რეალურად შედგა, რომ უვიზოდ შეგვიძლია მისვლა-მოსვლა და საელჩოში, საკონსულოში რიგში არ უნდა იდგეთ, ამასაც წაგართმევთ?! ანუ, არსენალი თვითონ შეიზღუდეს მათ საქართველოსთან ურთიერთობისა და მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საუბარი დაიწყო, არც ერთხელ არ მოგვისმენია მათგან ჩვენ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. მთლიანად ყველაფერი განმსჭვალული ჰქონდათ ერთი პოლიტიკური მიზნით — მოიყვანონ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტიები, რომლებიც მათი ყველა დავალების შემსრულებლები იქნებიან. აი, ამ ანტიდემოკრატიულ მიზანს შესწირეს ყველაფერი — ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დაკავშირებადობა ძალიან უნდათ, მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებიან, რომ შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა და იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით, რომლებმაც შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ“, — აღნიშნა ქადაგიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე გამიჭირდება ზუსტი პროგნოზირება, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ბრიუსელი. ობიექტურად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ბრიუსელი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იმ დაბრმავებამ პოლიტიკური თვალისა, რაც მათ საქართველოსთან მიმართებით გააკეთეს, უმდაბლეს დონეზე დაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ამის იქით სადღა უნდა წავიდნენ, რა უნდა გააკეთონ?! გადავიდეთ ხალხის დასჯაზე?! ხალხს ეტყვიან, რომ ერთი პატარა მონაპოვარი, რაც ამ ხნის განმავლობაში რეალურად შედგა, რომ უვიზოდ შეგვიძლია მისვლა-მოსვლა და საელჩოში, საკონსულოში რიგში არ უნდა იდგეთ, ამასაც წაგართმევთ?! ანუ, არსენალი თვითონ შეიზღუდეს მათ საქართველოსთან ურთიერთობისა და მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საუბარი დაიწყო, არც ერთხელ არ მოგვისმენია მათგან ჩვენ მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება. მთლიანად ყველაფერი განმსჭვალული ჰქონდათ ერთი პოლიტიკური მიზნით — მოიყვანონ აქ ხელისუფლებაში სწორედ ის პარტიები, რომლებიც მათი ყველა დავალების შემსრულებლები იქნებიან. აი, ამ ანტიდემოკრატიულ მიზანს შესწირეს ყველაფერი — ურთიერთობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დაკავშირებადობა ძალიან უნდათ, მაგრამ რატომღაც ვერ ხვდებიან, რომ შავი ზღვის ერთ მხარეს თუ ბულგარეთი და რუმინეთია, მეორე მხარეს საქართველოა და იწყებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებით, რომლებმაც შავ ზღვამდე რომ მივიდნენ, ჯერ საქართველოს ტერიტორია უნდა გაიარონ“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი ქადაგიშვილი: რასაც ევროკომისიის პრეს-სპიკერი აცხადებს, ჰქვია სხვა ქვეყნის საქმეებში უხეში ჩარევა და მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობა, რაც აღმაშფოთებელი და მიუღებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები