პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს და სარეალიზაციოდ გამზადებული 11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები ამოიღეს.

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 11 შეკვრა "კოკაინი" და სინთეზური ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
უარვყოფთ ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს – შსს-სწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები