ტრამპის განცხადებით, სავარაუდოდ ჩინეთში პუტინსა და სი ძინპინს შეხვდება
დონალდ ტრამპის განცხადებით, მომავალ კვირას ჩინეთში ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შეხვდება, რათა ირანის ომის დასრულებისა და დენუკლეარიზაციის საკითხები განიხილონ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შეხვდება, რათა ირანის ომის დასრულების საკითხი განიხილონ.
ტრამპმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ჩინეთის ქალაქ შენჟენში, 18-19 ნოემბერს დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში ელოდება.
"დიახ, ჩინეთში მივდივარ და, ვფიქრობ, ერთ-ერთი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან მექნება. ეს საინტერესო იქნება", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სამმხრივი შეხვედრის დროს განსახილველი საკითხების არეალი ფართოა.
"ჩვენ ბევრ რამეს განვიხილავთ, მათ შორის დენუკლეარიზაციას, მაგრამ განსახილველი საკითხების არეალი ფართო იქნება. ჩვენ ვცდილობთ ირანში ომის დასრულებას", - აღნიშნა ტრამპმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„დიახ, ჩინეთში მივდივარ და, ვფიქრობ, ერთ-ერთი შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან მექნება. ეს საინტერესო იქნება“
„ჩვენ ბევრ რამეს განვიხილავთ, მათ შორის დენუკლეარიზაციას, მაგრამ განსახილველი საკითხების არეალი ფართო იქნება. ჩვენ ვცდილობთ ირანში ომის დასრულებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…