ნიუ-ორლეანის პორტში ტანკერი საკრუიზო გემს შეეჯახა
ნიუ-ორლეანის პორტში ტანკერი Atlantic Asphalt-ი საკრუიზო გემ American Heritage-ს შეეჯახა, რომელზეც 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარის გამო მდინარე მისისიპის ერთი მონაკვეთი ყველა გემისთვის დაიხურა.

მდინარე მისისიპიზე, ნიუ-ორლეანის პორტში, ტანკერი Atlantic Asphalt-ი საკრუიზო გემ American Heritage-ს შეეჯახა, რომელზეც 130-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პორტის პოლიციის, ნიუ ორლეანის სახანძრო სამსახურისა და პოლიციის, სანაპირო დაცვისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ.
შემთხვევის გამო, მდინარის ერთი მონაკვეთი ყველა გემისთვის დახურა.
ინციდენტის მიზეზი და დაშავებული ადამიანების რაოდენობა ჯერ დაზუსტებული არ არის.
საკრუიზო გემი კომპანია American Cruise Lines-ს ეკუთვნის.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…