პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება"|IMF საქართველოს აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორებზე უარყოფითად იმოქმედოს. IMF აღნიშნავს, რომ ინფლაციის ზრდამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შეიძლება გახადოს საჭირო.

"ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება"|IMF საქართველოს აფასებს
BM.GE

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება.

ამის შესახებ IMF-ის პრესრელიზში წერია, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია სამუშაო ვიზიტს აჯამებს.

IMF-ის მისია მიიჩნევს, რომ შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

"ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო გაურკვევლობა მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს.

შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, შესაძლოა, მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა", - წერია პრესრელიზში.

სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა. "ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალია, ფასებზე ზეწოლამ ბოლო ხანს გაფართოება დაიწყო, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება", - წერია რელიზში.

IMF-ის მისია საქართველოში ვიზიტს აჯამებს - ფონდის განცხადება

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ინფლაციის გახანგრძლივების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება საჭირო - IMFწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები