საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 000 მოწამის ხსენების დღე აღნიშნა
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 000 მოწამის ხსენების დღე აღნიშნა, მეტეხის ხიდზე პარაკლისი კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ გადაიხადა და ადგილზე იმყოფებოდა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 100 ათასი მოწამის ხსენების დღე აღნიშნა. კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც მტკვარში ყვავილების გვირგვინებს ჩაუშვებენ. მეტეხის ხიდზე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
100 000 ქართველი მოწამე, ჯალალედინის ბრძანებით, 1227 წელს აღესრულა, რადგან მათ სარწმუნოების შეცვლასა და ქრისტიანული სიწმინდეების შეურაცხყოფაზე უარი თქვეს.
„ეს არის ქართველთა სულის ერთობის დღე, ეს არის რწმენის გამარჯვების დღე. დღე, რომლის მნიშვნელობაც ჩვენს ერში, ამ სახით და ამ ფორმით, როგორც ის დღეს იდღესასწაულება, აღადგინა მისმა უწმინდესობამ, ნეტარხსენებულმა პატრიარქმა, დიდმა მეუფემ, ჩვენმა მამა ილიამ.
ამ გზის მაკურთხეველი არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე და მადლობა უფალს, რომ საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც ის 100 000 წმინდანი, ერთიანი, მთლიანი და ერთ მუშტად შეკრული იყო, ასეთივე ერთ მუშტად და ერთ მთლიანობად შეკრული არის ეს ეკლესია.“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…