მეტროსადგურმა "თავისუფლების მოედანი" მუშაობა დროებით შეაჩერა - მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობაა
მეტროსადგურმა „თავისუფლების მოედანი“ ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობის გამო მგზავრთა მიღება დროებით შეაჩერა და მატარებლები სადგურზე აღარ ჩერდებიან.

მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დროებით დაიხურა და მგზავრებს არ მიიღებს. მიზეზი ესკალატორის ტექნიკური გაუმართაობაა.
როგორც bm.ge-ს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს ამ დროისთვის მეტროსადგური მგზავრებს არ იღებს და არც მატარებელი ჩერდება. მათივე ინფორმაციით, "თავისუფლების" მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების შემდეგ განაახლებს მუშაობას, თუმცა რამდენ ხანში უცნობია.
"მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი” ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით აჩერებს მგზავრთა მიღებას. დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დილიდან მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანი" ამომსვლელი ესკალატორი შეფერხებით მუშაობდა. მგზავრებს მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულში ამოსვლა ფეხით უწევდათ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიამეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
შეფერხება მეტრო „თავისუფლების მოედანზე“ – რა ხდება ადგილზე
მეტროსადგური "თავისუფლება" მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება
მეტროსადგური "თავისუფლების მოედანი" დროებით მგზავრებს ვერ იღებს
მეტროსადგურ "თავისუფლებაზე" მგზავრების მომსახურება განახლდა
"ესკალატორზე არსებული დაზიანება შეკეთდა" - მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრთა მიღება განახლდა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მუშაობა განახლდა
მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანზე" მგზავრთა მიღება განახლდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…