პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი, თურმე, პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში. შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას”

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკანში ადგილი ვერ იპოვა იმის გამო, რომ თანაპარტიელებმა იგი რიგით წევრად წარმოაჩინეს, რის გამოც შესაძლოა ბეჟაშვილი და წითლიძე ოფისშიც აღარ შეუშვან.

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი, თურმე, პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში. შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას”
POSTV

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გაკეთებულ “ფეისბუკ- პოსტს” გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, პროცესს აკლია ზაზა ბიბილაშვილი, ხოლო წითლიძესა და ბეჟაშვილს მიმართავს, რომ თუ არ შეუძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვან დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიან ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და სახლში წავიდნენ.

„ზაზა ბიბილაშვილის ნათქვამი მიხეილ სააკაშვილს მოეწონებოდა, – „ავაშენეთ ქვეყანა და დემოკრატიის შუქურა იყო ამ ქვეყანაშიო“.

შემდეგ კი, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები გამოვიდნენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებაში 2004–2012 წლებში საერთოდ არ ყოფილან და მიხეილ სააკაშვილი, თურმე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ჩვეულებრივი, რიგითი წევრი იყო და არავითარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში და შესაბამისი პოსტიც კი დაწერა.

ახლა შესაძლებელია, რომ, საერთოდ, ბატონი ბეჟაშვილი და ქალბატონი წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვან “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, სააკაშვილი თურმე პარტიაში რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც არ ჰქონია. ამას რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, ადგილს ვერ იპოვიდა საკანში
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: "ნაცმოძრაობა" იქამდე მივა, რომ ბოლოს იმასაც იტყვიან, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი საერთოდ არ ყოფილაოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები