არჩილ გორდულაძე: "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, სააკაშვილი თურმე პარტიაში რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც არ ჰქონია. ამას რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, ადგილს ვერ იპოვიდა საკანში
არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები სააკაშვილს პარტიის რიგით წევრად წარმოაჩენენ, რის გამოც „დიქტატორი სააკაშვილი ადგილს ვერ იპოვიდა საკანში“.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გაკეთებულ ფეისბუქ პოსტს გამოეხმარა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესს აკლია ზაზა ბიბილაშვილი, ხოლო წითლიძეს და ბეჟაშვილს მიმართავს, რომ თუ არ შეუძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვან დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიან ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და სახლში წავიდნენ.
"ზაზა ბიბილაშვილის ნათქვამი მიხეილ სააკაშვილს მოეწონებოდა, "ავაშენეთ ქვეყანა და დემოკრატიის შუქურა იყო ამ ქვეყანაშიო". შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლები გამოვიდნენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებაში 2004–2012 წლებში საერთოდ არ ყოფილან და მიხეილ სააკაშვილი კი თურმე ნაციონალური მოძრაობის ერთი ჩვეულებრივი, რიგითი წევრი იყო და არავითარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა, დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში და შესაბამისი პოსტიც კი დაწერა. ახლა შესაძლებელია, რომ საერთოდ ბატონი ბეჟაშვილი და ქალბატონი წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაარჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას
არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი, თურმე, პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში. შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…