მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საამიროების ვიცე-პრემიერ შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე და აბუ-დაბიში ქართველ სპორტსმენებთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. დადებითად შეფასდა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას სირ ბანი იასის ფორუმში, რომელიც 2026 წლის 13-15 ნოემბერს გაიმართება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, საუბარი შეეხო აბუ დაბიში მომხდარ ინციდენტსაც, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება
მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან - მხარეებმა ისაუბრეს აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება
აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება, მაკა ბოჭორიშვილი, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერს ესაუბრა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…