მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, სერ ბანი იასის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერის მიწვევით, სერ ბანი იასის ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ორმხრივი შეხვედრები გამართა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში.
ფორუმში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.
ფორუმის ფარგლებში, დახურულ ფორმატში, გაიმართა დისკუსიები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე.
სერ ბანი იასის ფორუმი მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე დიალოგის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ფორუმის მონაწილეებთან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამაკა ბოჭორიშვილი - მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში - შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობა იყო მოსაზრებების გასაზიარებლად და მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობისთვის
მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, სერ ბანი იასის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მივიღე აბუ-დაბიში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…