მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების, მაღალი დონის ვიზიტებისა და საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აჰმედ ალ-ნუაიმის შეხვდა.
"მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.
ყურადღება ასევე გამახვილდა საინვესტიციო და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე", - აღნიშნულია საგარეო უწყებს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…