კაია კალასი: პუტინს ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ აქვს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთთან და აშშ-სთან ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვას არ გეგმავს და პუტინს ევროპულ უსაფრთხოებაზე ვეტოს უფლება არ გააჩნია.

ევროკავშირი რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხის განხილვას არ გეგმავს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ფართომასშტაბიანი სამშვიდობო შეთანხმების მომზადების შესახებ გააკეთა განცხადება, რომელიც მისი თქმით, მხოლოდ უკრაინის კონფლიქტით არ შემოიფარგლება და შესაძლოა მთელ ევროპას მოიცავდეს.
„მინდა ხაზი გავუსვა ერთ პრინციპულ საკითხს. ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა უკვე არსებობს. ნატო და ევროკავშირი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარ ფუნქციას ასრულებენ. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ უკრაინა ამ არქიტექტურაში იყოს ინტეგრირებული. პრობლემა კვლავ ის არის, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს იმ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ეს არქიტექტურა ეფუძნება. 2021 წელს ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და არც ამჟამად წარმოადგენს. პუტინს ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ აქვს“, - განაცხადა კალასმა.
ციტატები სტატიიდან
„მინდა ხაზი გავუსვა ერთ პრინციპულ საკითხს. ევროპაში უსაფრთხოების არქიტექტურა უკვე არსებობს. ნატო და ევროკავშირი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარ ფუნქციას ასრულებენ. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ უკრაინა ამ არქიტექტურაში იყოს ინტეგრირებული. პრობლემა კვლავ ის არის, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს იმ ხელშეკრულებებს, რომლებსაც ეს არქიტექტურა ეფუძნება. 2021 წელს ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და არც ამჟამად წარმოადგენს. პუტინს ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ვეტოს უფლება არ აქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…