საბა ლაზიშვილის მამა - ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ, როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია - მთავრობა ჩართულია და საქმე პირადად პრემიერის კონტროლზე იქნება
აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოჭიდავე საბა ლაზიშვილის მამა აცხადებს, რომ საქმე პრემიერის პირადი კონტროლის ქვეშაა და ელის, რომ მისი შვილი და მერაბ დვალიშვილი დღეს გათავისუფლდებიან.

21 წლის მოჭიდავის საბა ლაზიშვილის მამის ანზორ ლაზიშვილის ინფორმაციით, აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული საქმე პრემიერ-მინისტრის პირადი კონტროლის დონეზეა აყვანილი. როგორც ლაზიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელის, რომ მისი ვაჟი და მასთან ერთად, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი დღეს თავისუფალი იქნებიან.
„დამიკავშირდნენ მთავრობის მაღალი ეშელონებიდან. ვიცი, რომ დღეს პრემიერი ჩამოვა და ჩაერთვება. საქმე პირადად პრემიერ-მინისტრის კონტროლზე იქნება. ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ. როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. დღეს გარეთ უნდა გამოვიდნენ. ხვალ აბუ-დაბიში ჭიდაობა ტარდება და ბიჭმა უნდა იჭიდაოს. მამშვიდებს ის, რომ მთავრობა ჩართულია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ანზორ ლაზიშვილმა.
11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა თავს. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიასაბა ლაზიშვილის მამა - საბა და მერაბიც აბუ-დაბიში დაკავებული არიან 48 საათით, საქართველოს მთავრობა ჩართულია, ჩვენები თავს იცავდნენ, პასუხი გასცეს - საბა მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო, ვიცოდი, რომ კარგად ჩხუბობდა, მაგრამ ამ დონეზე?
საბა ლაზიშვილის მამა – ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ, როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია – მთავრობა ჩართულია და საქმე პირადად პრემიერის კონტროლზე იქნება
საბა ლაზიშვილის მამა: არ ინერვიულოს ოჯახმა, პრემიერის დონეზეა აყვანილიო. არც ვნერვიულობ. რადგან მთავრობა ჩარეულია, ყველაფერი კარგად იქნება. დღეს გარეთ იქნებიან საბა და მერაბი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…