მიხეილ სააკაშვილი – რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, წადით სახლში
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენელთა პოზიციას აკრიტიკებს და მოუწოდებს მათ, თავის დაცვა თუ არ შეუძლიათ, „დიქტატურის თამაშში მონაწილეობას“ გაეშვან.

რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? მოდით, გავმიჯნოთ ცალკეული პირების დანაშაული პარტიების გამო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პორცესს დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი და მიმართავს მას, დაბრუნდეს საკონსიტუციო სასამართლოში.
„უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს – ჩემ მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, ოთხ პიჯაკს და ერთ პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ! თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიხართ ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და წადით სახლში! ასეთია ჩემი აზრი!
აშკარად დააკლდა ზაზა ბიბილაშვილი მანდაურობას, თუმცა ანი წითლიძემ სწორად გააკეთა, რომ ყველა „საქმეზე“ ცალ-ცალკე მოითხოვა საუბარი. ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან, აჩვენე კლასი და შეახსენე, რომ საუბარია არა რაღაც მოკრიმინალო პარტიაზე, არამედ საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფზე, რომელთაც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, უამრავი ღალატის ხელში, შექმნა წარმატებული ქართული სახელმწიფო!“, – წერს სააკაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამიხეილ სააკაშვილი - რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს? - თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვით დიქტატურის თამაშში მონაწილეობას
მიხეილ სააკაშვილი: რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…