პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვიქტორ ჯაფარიძე: “მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება. საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა”

ხალხის ძალაფინანსთა სამინისტრო

მთის კურორტების განვითარებისთვის ბიუჯეტში 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული, განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის კითხვაზე საპასუხოდ. თანხით გუდაურის პროექტები დაფინანსდება და ახალი საბაგიროები აშენდება ბაკურიანსა და მესტიაში.

ვიქტორ ჯაფარიძე: “მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება. საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა”
POSTV

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული განვითარების მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობდნენ, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს, მთის კურორტების დაფინანსების ზრდასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. დეპუტატმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს სთხოვა, დაეზუსტებინა, რას მოხმარდებოდა გაზრდილი თანხები.

„ბატონო გიორგი, მოხსენებაში თქვენ აღნიშნეთ, რომ მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება. საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა?“ – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

დეპუტატის კითხვის პასუხად, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ მთის კურორტების განვითარებისთვის მომდევნო წლის ბიუჯეტში 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 22 მილიონი წელს დაწყებულ პროექტებს მოხმარდება. მისივე თქმით, გუდაურში ორი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 30 მილიონი ლარია.

პროექტები მიმდინარე წელს დაიწყო და მომდევნო წელს დასრულდება. გარდა ამისა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ახალი საბაგიროების მშენებლობა იგეგმება როგორც ბაკურიანში, ისე მესტიაში.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ტურიზმის ადმინისტრაციის დაფინანსება ₾78 მილიონამდე იზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები