პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტურიზმის ადმინისტრაციის დაფინანსება ₾78 მილიონამდე იზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასაქართველოს პარლამენტი

2027 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფინანსება 78 მილიონ ლარამდე გაიზრდება, რაც პირვანდელ პროექტზე 10 მილიონით მეტია, განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

ტურიზმის ადმინისტრაციის დაფინანსება ₾78 მილიონამდე იზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი
BM.GE

2027 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფინანსება 78 მილიონ ლარამდე გაიზრდება - აღნიშნულის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის განახლებული პარამეტრების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს თანხა ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტია და საბიუჯეტო ნაზრდი ძირითადად ტურისტული კამპანიების მხარდაჭერისკენ მიიმართება.

"ტურიზმის ადმინისტრაციის ნაწილში გვაქვს დამატებით 10 მილიონი ლარი, რაც ტურისტული კამპანიების გაძლიერების მიმართულებით იქნება გამოყენებული", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ბიუჯეტის პროგრამული თავის თანახმად, საპროგნოზო მაჩვენებელი ტურისტების წლიურად 5.9%-იან ზრდას წარმოადგენს.

"საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაცია; ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარება და არსებული ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია (მარშრუტების შემუშავება, პროდუქტის ბეჭდური საინფორმაციო მასალის მომზადება); მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება.

საბაზისო მაჩვენებელი - 2025 წელს 7 803 239 საერთაშორისო მოგზაური დაფიქსირდა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2027-2030 წწ - 2027-2030 წლებში 2025 წლის მაჩვენებლის გაუმჯობესება 5.9 %-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20 %", - ნათქვამია პროგრამის აღწერაში.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
2027 წელს მთავრობა 25 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები