პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ასე რომ, ქართველ ხალხთან ასე აგდებულად საუბარი მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას აჩვენებს”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ „თვითდაზიანების პოლიტიკაა“ და ქართველ ხალხთან აგდებულად საუბარი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას აჩვენებს.

შალვა პაპუაშვილი: “საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ასე რომ, ქართველ ხალხთან ასე აგდებულად საუბარი მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას აჩვენებს”
POSTV

“საქართველო არის შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი რგოლი როგორც ტერიტორიულად, ისე შავ ზღვასთან კავშირის გამო – მათ შორის, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გადაზიდვით და მილსადენების მეშვეობით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან, დაკავშირებადობაზე საუბრისას.

„სულ ახლახან გახლდით ჩეხეთში ვიზიტით. ჩეხეთში ნედლი ნავთობის 40% შედის აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით. მათ შორის, ახლახან დადეს დიდი კონტრაქტი აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. ესეც აჩვენებს, რომ საქართველო არის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ასე რომ, ქართველ ხალხთან ასე აგდებულად საუბარი, როდესაც შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია, აჩვენებს მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას. ამის ახსნას ვცდილობ – იმდენად უმწიფარი, წინდაუხედავია მათი ქცევა, რომ ქვეყანას, რომელიც შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია, თავს ესხმოდე და დაზიანებას ცდილობდე, ეს არის ის მომენტი, როდესაც გვაქვს ეჭვი, რომ გადაწყვეტილებები არა ბრიუსელში მიიღება, არამედ ცალკეულ არაფორმალურ ჯგუფებში, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყანასა და ბიუროკრატებზე – იმისთვის, რომ თავიანთივე თავი დააზიანებინონ.

ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის თვითდაზიანების პოლიტიკა. ისე ჩანს გარედან, თითქოს ჩვენ უნდა დაგვაზიანონ, მაგრამ შინაარსს ჩახედავ და ყველა მიხვდება, რომ საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს აზიანებენ.

ასე რომ, ჩვენს როლს დაკავშირებადობის მხრივ პასუხისმგებლობით ვუდგებით და უპასუხისმგებლო, ამ შემთხვევაში, არის ბრიუსელი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საქართველო არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი. ასე რომ, ქართველ ხალხთან ასე აგდებულად საუბარი მათი საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას აჩვენებს
  2. რუსთავი 2სამთავრობოშალვა პაპუაშვილი: ასე აგდებულად საუბარი ქართველ ხალხთან, როდესაც ის შენი ეკონომიკური უსაფრთხოების შემადგენელი რგოლია, კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები