პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: „როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, ისე მოქმედებდნენ“

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ კოალიციის შექმნა და წარსულ ქმედებებთან გაუმიჯნაობა მათზე ერთობლივ პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც მათი არაკონსტიტუციურობის დავას ამყარებს.

არჩილ გორდულაძე: „როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, ისე მოქმედებდნენ“
POSTV

„როდესაც პარტიები ერთად, დოკუმენტირებულად ამბობენ, რომ მათი მიზანია, შექმნან კოალიციური მთავრობა, ერთად წარმოადგინონ პრეზიდენტობის კანდიდატი, მათი მიზანია, რომ არავითარი მონაწილეობა არ მიიღონ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ რგოლში, ეს არ არის ორ პარტიას შორის, უბრალოდ, ხელის ჩამორთმევა და გამარჯობის თქმა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისინი, როგორც ერთიანი ორგანიზმი მოქმედებდნენ“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

„ოპოზიციის მხრიდან ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ სურს მმართველ პარტიას მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადება. მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ დაწყებული სამართლებრივი დავა ამ პარტიების მიმართ არა კოალიციურ თანამშრომლობას, არამედ ბევრად მძიმე და სერიოზულ მიზეზებს ეფუძნება.

არაერთხელ იყო იმის წარმოჩენის მცდელობა, რომ თითქოს, ერთმანეთთან კავშირის გამო და ერთმანეთთან კოალიციის შექმნის გამო, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვედავებიან, რომ არაკონსტიტუციურები ვართო – ეს დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობაა. ამით ჩვენ მათ ერთიანობას, ერთობას ვამტკიცებთ. და მეორეა, ეს ერთიანობა და ერთობა რაში არის გამოხატული. როდესაც ისინი აწმყოში ერთად არიან და აწმყოში ერთად სჩადიან ქმედებებს, ისინი იზიარებენ ერთმანეთის მიერ ჩადენილ ქმედებებს, ნათქვამებს და მიზნებიც, რა თქმა უნდა, ერთობლივია.

ამავდროულად, როდესაც ისინი ახლა ერთად არიან, პასუხისმგებელნი ხდებიან თითოეული პარტიის მიერ წარსულში ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი ქმედითად არ ემიჯნებიან. როდესაც, მაგალითად, ბატასუნას საქმეში ან, მაგალითად, რეფაჰი თურქეთის წინააღმდეგ, როდესაც კონკრეტული პირების არაკონსტიტუციურ განცხადებებს არ გაემიჯნა კონკრეტული პარტია და პარტიის წარმომადგენლები, მათ 158 წევრი ჰყავდათ თურქეთის პარლამენტში და ასეთი პარტიის საქმიანობა აიკრძალა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, – სწორიაო. 12 კი არა, 158 წევრი ჰყავდა „კეთილდღეობის პარტიას“ და სტრასბურგის სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მათი აკრძალვა იყო შესაბამისობაში სტრასბურგის სტანდარტებთან. და იმ 158 მანდატის უკან, რა თქმა უნდა, მილიონობით ადამიანი, ასეულობით ათასი და რამდენიმე მილიონიც კი შეიძლება, თურქეთის პოპულაციას თუ გავითვალისწინებთ, იყვნენ ამომრჩევლები. და რა? – ამ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება შეუზღუდეს, ან მათი საარჩევნო უფლებები შეზღუდეს? არა, რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ პირველ რიგში, ისევ და ისევ დემოკრატიის მთავარი მიზანი არის და მთავარი უფლება არის, რომ საკუთარი თავი დაიცვას.

კიდევ ერთხელ: როდესაც ისინი ერთად არიან, არგამიჯვნაზე კი არ არის საუბარი. როცა ისინი ერთად მოქმედებენ აწმყოში და აქვთ საერთო მიზანი, მათ მიერ წარსულში ჩადენილი ქმედებები თითქოს არაფერი არ ყოფილა და რაც წარსულში იყო, წარსულში დარჩა და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ცხოვრება, ასეთი რამე ბუნებაში ვერ იარსებებს, თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გამოვა, არ გაემიჯნება, არ იტყვის, რომ ასეთი რამე ბუნებაში არ უნდა მომხდარიყო და არ დააფიქსირებს მკაფიო პოზიციას და არა იმას, რომ მაგალითად, ადამიანის უფლებები არ ირღვეოდა, თურმე, 2004-2012 წლებში. აი, ამ ყველაფერს როდესაც არ აკეთებენ და როდესაც ამ ფონზე, მაინც, მასთან ერთად კოალიციას ქმნი, ამ კოალიციაში შექმნით, მათ შორის, შენ პასუხისმგებელი ხდები იმ ქმედებებზე, რაც წარსულში ამ კონკრეტულ პარტიას ან „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი. სხვანაირი განმარტების შემთხვევაში გამოდის, რომ არც თავდაცვის დემოკრატია არსებობს, არც დემოკრატიის პრინციპი არსებობს და არც სამართლებრივი სახელმწიფო. ერთმა პარტიამ თუ რაღაც გააკეთა, შესაძლებელი ხდება, რომ მათთან სხვა ახალაღმოცენებული პარტიები ისე გაერთიანდნენ და ისე მოახდინონ დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა და დემოკრატიის პრინციპის დარღვევა, რომ საერთოდ, დემოკრატიის ცნებას და პრინციპს, უბრალოდ, არსებობის შესაძლებლობაც კი აღარ დარჩეს“, – განაცხადა გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: როდესაც პარტიები დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ მათი მიზანია კოალიციური მთავრობის შექმნა, ამასთან, გამორიცხავენ ჩვენი პარტიის მიერ ფორმირებულ ხელისუფლებაში მონაწილეობას, ეს ადასტურებს, რომ ისინი როგორც ერთიანი ორგანიზმი ისე მოქმედებდნენ
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „თუ თითოეული პარტია ქმედითად არ გაემიჯნება ამ ყველაფერს და არ დააფიქსირებს პოზიციას, რომ 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებები ირღვეოდა, ხოლო ამ ყველაფრის მიუხედავად, ასეთ პარტიასთან კოალიციას შექმნის, ამით პასუხისმგებლობას იღებს იმ ქმედებებზე, რომლებიც კონკრეტულ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი“
  4. პირველი არხისამთავრობოარჩილ გორდულაძე – ოპოზიციური პარტიები თუ არ დააფიქსირებენ, რომ 2004-2012 წლებში ირღვეოდა უფლებები და შექმნიან კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პასუხისმგებლობას აიღებენ ამ ქმედებებზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: იმდენად მძიმე მდგომარეობაში არიან ჩაცვენილები, ერთმანეთის საპირისპირო ჩვენებებს აძლევენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები