ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“ძალიან უფრთხილდებოდა გიორგი ახობაძე დედამისს, მაგრამ კალაძის საამაყო რეჟიმმა არ აცადა” – ნათია გაბრავა

სამოქალაქო აქტივისტი ნათია გაბრავა სოციალურ ქსელში კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „კალაძის საამაყო რეჟიმმა“ გიორგი ახობაძეს, ზურა ჯაფარიძეს და ონისე ცხადაძეს ოჯახის წევრების მოფრთხილება არ აცადა.

“ძალიან უფრთხილდებოდა გიორგი ახობაძე დედამისს, მაგრამ კალაძის საამაყო რეჟიმმა არ აცადა” – ნათია გაბრავა
“ძალიან უფრთხილდებოდა გიორგი ახობაძე დედამისს, მაგრამ კალაძის საამაყო რეჟიმმა არ აცადა” – ნათია გაბრავაალია

სამოქალაქო აქტივისტი, ნათია გაბრავა;

კახა კალაძეს უთქვამს – “ყველას გთხოვთ, გაუფრთხილდით დედებს, სანამ გყავთ.”

ძალიან უფრთხილდებოდა გიორგი ახობაძე დედამისს, სახლიდან არ გამოდიოდა ფაქტობრივად, უცხოს არ აკარებდა, მაგრამ კალაძის საამაყო რეჟიმმა არ აცადა დედის მოფრთხილება.

ზურა ჯაფარიძეც უვლიდა და უფრთხილდებოდა დედას, მაგრამ არც მას დააცადა რეჟიმმა.

ონისე ცხადაძესაც არ დასცალდა მამის მოფრთხილება და ზრუნვა.

ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანი საყვარელ ადამიანს კარგავს, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა, როცა ეს ადამიანი სხვის უსამართლოდ დაღუპულ დედებზე არ დარდობს, პირიქით, ამის შემოქმედს ხელს უწყობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველას გთხოვთ, გაუფრთხილდით დედებს, სანამ გყავთ.“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.