პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საფრანგეთის საელჩო უერთდება იმ ადამიანების ხსოვნის პატივისცემას, რომელთა სიმამაცე და თავგანწირვა ღრმად არის აღბეჭდილი ქართველი ხალხის ისტორიასა და ცნობიერებაში" - დიპლომატიური უწყების განცხადება ასი ათასი მოწამის დღესთან დაკავშირებით

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

საფრანგეთის საელჩო ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს უერთდება და განცხადებას ავრცელებს მათ პატივსაცემად, ვინც საკუთარი რწმენის ერთგულებას შეეწირა.

"საფრანგეთის საელჩო უერთდება იმ ადამიანების ხსოვნის პატივისცემას, რომელთა სიმამაცე და თავგანწირვა ღრმად არის აღბეჭდილი ქართველი ხალხის ისტორიასა და ცნობიერებაში" - დიპლომატიური უწყების განცხადება ასი ათასი მოწამის დღესთან დაკავშირებით
რუსთავი 2

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ასი ათასი მოწამის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი უერთდება ამ დღეს და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, ვისი თავგანწირვაც საქართველოს ისტორიაში მტკიცედ არის შემონახული.

"დღეს, საქართველო პატივს მიაგებს თბილისის ასი ათას მოწამეს, XIII საუკუნის რელიგიური შევიწროების მსხვერპლებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს საკუთარი რწმენის ერთგულებისთვის.

ამ ხსენების დღეს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში უერთდება იმ ადამიანების ხსოვნის პატივისცემას, რომელთა სიმამაცე და თავგანწირვა ღრმად არის აღბეჭდილი ქართველი ხალხის ისტორიასა და ცნობიერებაში", - აღნიშნავს საფრანგეთის საელჩო.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინმა, როდესაც ტავისი ჯარით თბილისს შეესია, სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს და არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, შიო მესამე მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები