პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ქართული ოცნების" დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში სრულდება: მმართველი პარტიის წარმომადგენლები ქალაქ ხანგჭოუში კომპანიებს HIKvision-სა და Dafeng Industry-ს ესტუმრნენ, რომლებმაც საქართველოსთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

„ქართული ოცნების" დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება
იმედინიუსი

„ქართული ოცნების" დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს სრულდება. ვიზიტის ბოლო დღეს მმართველი პარტიის წევრებმა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტის, კომპანია HIKvision - ის ცენტრალური ოფისი და საგამოფენო სივრცე მოინახულეს.

აღნიშნული კომპანია აწარმოებს ვიდეო სამეთვალყურეო კამერებს, სითბურ და ინოვაციურ ვიდეო აპარატურას, გზების, აეროპორტების, სავაჭრო ცენტრებისა და საჯარო სივრცეებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების სისტემებს, ხოლო წარმოებული ტექნიკა მსოფლიოს 120 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე. HIKvision - ის მენეჯმენტმა გამოხატა მზაობა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან როგორც ინფორმაციისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე პრაქტიკული პარტნიორობის ფარგლებში.

კომპანია HIKvision - ის მონახულების შემდეგ "ქართული ოცნების" დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გიგანტ ტექნოლოგიურ ცენტრს - Dafeng Industry - ის სათავო ოფისს ესტუმრა. აღნიშნული ტექნოლოგიური ქალაქი არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანია, რომელიც აწარმოებს გახმოვანებისა და განათების კომბინირებულ სამუშაოებს, აწყობს გრანდიოზულ შოუ - პროგრამებს და ჩართულია ისეთი მასშტაბური ღონისძიებების ტექნიკურ მომსახურეობაში, როგორებიცაა G20 - ის სამიტი, ოლიმპიური თამაშები, სხვადასხვა სპორტის სახეობაში მსოფლიო და აზიური ჩემპიონატები, მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკური ფორუმები. Dafeng Industry - ის მენეჯმენტმა ასევე გამოხატა მზაობა, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, ყოვლისმომცველად ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან, როგორც კერძო კომპანიებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან.

"ქართული ოცნების" დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დღეს დასრულდება. დელეგაციას პოლიტიკური საბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკა სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე იმყოფებიან ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ

ლიპარტელიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში - პაატა კალანდაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში "ქართული ოცნების" დელეგაციის წევრებმა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ტექნოლოგიური გიგანტის, კომპანია HIKvision-ის საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს
  2. პირველი არხისამთავრობო„ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთის გიგანტ ტექნოლოგიურ ცენტრებში იმყოფებოდა
  3. POSTVსამთავრობო„ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრებმა, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, მოინახულეს ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიები, რომელთა მენეჯმენტმა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში "ქართული ოცნების" დელეგაციის წევრებმა ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის პროვინციაში ტექნოლოგიური გიგანტის, კომპანია HIKvision-ის საგამოფენო სივრცე დაათვალიერესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები