ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

,, რა შუაშია გველესიანი და ყაველაშვილი ამ ამბებთან?” – ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოსაზრებას, სადაც აკრიტიკებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. იგი საუბრობს საჯარო სკოლის დახურვაზე, ბავშვების მოწამვლაზე, კორუფციულ გარიგებებსა და მილიონობით დოლარის ზარალზე სახელმწიფო ბიუჯეტში, რასაც ქვეყანაში არსებულ არაკომპეტენტურობას და მმართველ რეჟიმს უკავშირებს.

,, რა შუაშია გველესიანი და ყაველაშვილი ამ ამბებთან?” – ბექა კობახიძე
,, რა შუაშია გველესიანი და ყაველაშვილი ამ ამბებთან?” – ბექა კობახიძეალია

ისტორიკოსი ბექა კობახიძე:

,,ბევრი ითქვა და დაიწერა. გველესიანის მორალურ შეფასებას არ ვაპირებ, მგონი ისედაც ცხადია ყველაფერი.

მხოლოდ რამდენიმე ფაქტის მიზეზშედეგობრივი კავშირი: გველესიანი, თავდაჯერებით, საჯაროდ საუბრობს ეკონომიკაზე და აღმოჩნდა, რომ ეს ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია; ყაველაშვილი არის პრეზიდენტი; ამავე დღეებში, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საჯარო სკოლა მიხურეს; ამავე დღეებში, ასი ბავშვი მოიწამლა.

რა შუაშია გველესიანი და ყაველაშვილი ამ ამბებთან? აი როგორი პრეზიდენტიც არის ყაველაშვილი და როგორი ეკონომისტიც არის გველესიანი, ყველა სფეროში ასეთი ყაველაშვილები და გველესიანები არიან, რადგან მამაძაღლობის და არაკომპეტენტურობის გარეშე აღარაფერი ხდება; რატომ დახურეს 21-ე სკოლა? იმიტომ რომ იქ გველესიანები არ იყვნენ. როგორც წყალი და ზეთი ვერ შეერევა ერთმანეთს, ისე ვერ აიტანს წესიერ ხალხს ეს რეჟიმი.

ღარიბაშვილს და ბურჭულაძეს ერთი აპარატის კორუფციული გარიგების შედეგად შესყიდვისთვის ასამართლებენ, მაგრამ მხოლოდ ამ ორს, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში, რამდენი “გველესიანი” ყავს მიყვანილი? რამდენ მუქთახორას ვაჭმევთ, დღემდე? ამ დღეებში, ღარიბაშვილის პრემიერობისას მომხდარი ამბის გამო (ნამახვანი) 400 მილიონი დოლარი გვაქვს თურქული კომპანიისთვის გადასახდელი; მანამდე, რუსულ კომპანია ინტერ რაოსთან 139 მილიონი დოლარი ჩვენი ფული წააგეს. იცით რამდენია ეს? ამ 539 მილიონი დოლარით საერთოდ ყველა სკოლა და ბაღი უმაღლეს დონეზე გაკეთდებოდა; სოლოლაკი რომ ინგრევა მიწისქვეშა წყლების გამო, ეგ პრობლემა სამუდამოდ მოგვარდებოდა; თბილისი ტრავმაის ხაზებით დაიქსელებოდა და რა აღარ, მარა ამათ 539 მილიონი ჩვენი ფული წააგეს და პასუხი არავის უგია.

ამასთან შედარებით, წულუკიანის მიერ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ხალხზე ასიათასობით კომპენსაცია რომ გვაქვს გადახდილი, ეგ პატარა უწყინარი თამაშია.

მაგრამ “დიპსტეიტი, დიპსტეიტი, გლობალური ომის პარტია, აკაცუკები და მოღალატეები”. ყველაფერზე ეს პასუხია. გული მერევა.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.