ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, არც მერაბიშვილს უწერია ჩვენებები სააკაშვილზე, არც ახალაიას მერაბიშვილზე, არც უგულავას გვარამიაზე” – ბექა კობახიძე

ისტორიკოს ბექა კობახიძის მტკიცებით, ყოფილი ხელისუფლების წევრები ერთმანეთზე ჩვენებებს არ წერდნენ, ხოლო მოქმედი გუნდის წარმომადგენლები საკუთარი კეთილდღეობისთვის თანაგუნდელებს უპირისპირდებიან.

,, არც მერაბიშვილს უწერია ჩვენებები სააკაშვილზე, არც ახალაიას მერაბიშვილზე, არც უგულავას გვარამიაზე” – ბექა კობახიძე
,, არც მერაბიშვილს უწერია ჩვენებები სააკაშვილზე, არც ახალაიას მერაბიშვილზე, არც უგულავას გვარამიაზე” – ბექა კობახიძეალია

ისტორიკოსი ბექა კობახიძე გივი თარგამაძის პოსტს ეხმურება

,,მართალია ეს ამბავი. ყველა დაჭერილი იყო. არც მერაბიშვილს უწერია ჩვენებები სააკაშვილზე, არც ახალაიას მერაბიშვილზე, არც უგულავას გვარამიაზე, არც გვარამიას კიდევ სხვაზე და ა.შ.

ისხდნენ, ზოგი გამოვიდა და ციხეში თუ გარეთ ისევ იმას აგრძელებენ, რისიც სჯეროდათ.

ხშირად, ერთმანეთი გულზე არც ეხატებათ, პირადი წყენებიც აქვთ, მაგრამ ყოფილი თუ მოქმედი თანაგუნდელის უბედურებაზე თავიანთ ბედნიერებას არ აშენებენ.

არ ჩერდებიან, რადგან სჯერათ რაღაცის. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, ეს სხვა საკითხი და თქვენი განსასჯელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომ ეს ხალხი საკუთარი რწმენით და ღირებულებებით მოქმედებს.

ახლა აქეთ ვნახოთ რა ხდება: რომეო მიქაუტაძეს ლილუაშვილზე ჩვენებების წერისას ვერ გააგდებინეს კალამი ხელიდან; ბურჭულაძემ პირველივე დაბრკოლებისას ჩადო ღარიბაშვილი მიწაში; იგრძნეს რომ მდინარაძის აღსასრული დგება და ერთმანეთს ასწრებენ მსინარაძესთან გადაღებული ფოტოების წაშლას, მის გმობა-ძაგებას.

არაფრის ამ ხალხს არ სჯერა, არც არასდროს სჯეროდა; პრინციპის, რწმენისა და ქვეყნისთვის ერთ მისხალს არასდროს დადებენ სასწორზე. საკუთარი სტომაქის გარდა არც არასდროს სჯეროდათ რამის. ჰოდა, ცეცხლად ჩაგყვეთ მაგ ნაძირლობით ნაშოვნი ყველა ლუკმა.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,ზუსტად ასეთი ფარისევლური სახით ეხუტებოდა მამამისიც სააკაშვილს იმ 9 წლიან ავბედით ჟამსა” – შალვა ნათელაშვილიწაიკითხე

უახლესი ამბები