დეა მეტრეველი: მოსამართლე ევა გოცირიძეს უკითხავს “რა სარგებელს მიიღებს საქართველო და რა ზიანი შეიძლება მიიღოს” პარტიების აკრძალვით და, ფაქტობრივად, ერთპარტიულობითო. ხოდა...
დეა მეტრეველი: მოსამართლე ევა გოცირიძეს უკითხავს “რა სარგებელს მიიღებს საქართველო და რა ზიანი შეიძლება მიიღოს” პარტიების აკრძალვით და, ფაქტობრივად, ერთპარტიულობითო. ხოდა: ერთპარტიულ საქართველოში (სატელიტების ჩათვლით) ეს ძალადობა ნორმად იქცევა პატივცემულო მოსამართლეებო.

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
მოსამართლე ევა გოცირიძეს უკითხავს “რა სარგებელს მიიღებს საქართველო და რა ზიანი შეიძლება მიიღოს” პარტიების აკრძალვით და, ფაქტობრივად, ერთპარტიულობითო. ხოდა:
- ამ ფოტოზე ძვლებში დალეწილ მოქალაქეებს ხომ ხედავთ? ხომ გახსოვთ?
- ქიმიური იარაღით დაწამლული პროტესტის მონაწილეებიც ხომ არ დაგვავიწყდა?
- სისტემის დაქირავებული ტიტუშკების მიერ მალაიზიური ნომრებიდან ტელეფონით ნაგინები მოქალქეები და ქუჩა-ქუჩა ადევნებით ნაცემი ახალგაზრდებიც ხომ გვახსოვს?
- პოლიციის ფურგონებში ნაცემი და შეურაცხყოფილი გოგო-ბიჭებიც?
- ზვიად რატიანის ჯგუფური ცემის მძიმე და შავ-ბნელი კადრებიც?
- კალაძის საარჩევნო შტაბთან “ოცნების” მხარდამჭერი “კაცის მიერ ნაცემი ახალგაზრდა გოგოც?
- ასობით სინდისის პატიმარი გამოგონილი ბრალდებებით?
- ემიგრაციაში გადინებული ახალგაზრდობა?
ერთპარტიულ საქართველოში (სატელიტების ჩათვლით) ეს ძალადობა ნორმად იქცევა პატივცემულო მოსამართლეებო.
თუმცა, გვახსოვდეს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ვერ გააქრობს მოსახლეობის პროტესტს და მოთხოვნას შეიცვალოს ხელისუფლება! და ეს მოთხოვნა აუცილებლად იპოვის ალტერნატიულ გზებს, რომ ამ ჭაობს თავი დავაღწიოთ. ეს მტკივნეული გზები იქნება… იმაზე მეტად რთული, ვიდრე დღემდე გვივლია.
ქალბატონო ევას და ყველა მოსამართლეს, დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან კარგად ესმით.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…