პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნოდარ კაპანაძე: ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ გვინდა თუ არა მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, ჩინეთისთვის ჩვენ საინტერესო ვართ უპირველესყოვლისა მდებარეობით

ექსპერტ ნოდარ კაპანაძის განცხადებით, გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა აწარმოოს, ჩინეთისთვის კი ქვეყანა უპირველესად მდებარეობითაა საინტერესო.

ნოდარ კაპანაძე: ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ გვინდა თუ არა მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, ჩინეთისთვის ჩვენ საინტერესო ვართ უპირველესყოვლისა მდებარეობით
იმედინიუსი

ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ გვინდა თუ არა მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live" ექსპერტმა ნოდარ კაპანაძემ.

მისივე თქმით, მრავალვექტორული ურთიერთობა ეს არის ალბათ ის აუცილებელი რამ, რაც საქართველოს სჭირდება.

„გეოგრაფია შესაძლებლობასთან ერთად განაჩენიც არის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა არის ისეთი, რომ გვინდა თუ არა მაინც მრავალვექტორული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მზარდი სავაჭრო პარტნიორია. ძალიან საინტერესო ტენდენციებია საგარეო ვაჭრობაში.

ჩინეთისთვის ჩვენ საინტერესო ვართ უპირველესყოვლისა მდებარეობით. 2023 წელს ჩინეთის და შუა აზიის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა ევროპასთან იყო დაახლოებით 230 მლნ ტონა ტვირთი წლის განმავლობაში. თუ შევხედავთ სავაჭრო მარშრუტებს, ჩრდილოეთის მარშრუტი მუშაობას, მაგრამ დიდი გაჭირვებით. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა აჩვენეს პრობლემები ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, სუეცის არხზე. ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი რჩება „შუა დერეფანი“, - განაცხადა ნოდარ კაპანაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის პოტენციალი რეგიონული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მთავარი ძალააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები