პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის პოტენციალი რეგიონული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მთავარი ძალაა

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ქვეყნის აქტივია, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთსაც შეუძლია გამოიყენოს სავაჭრო ბრუნვისა და ტრანზიტის გასაზრდელად.

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და შუა დერეფნის პოტენციალი რეგიონული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის მთავარი ძალაა
რუსთავი 2

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის პოტენციალი ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული ინტეგრაციის მთავარი ძალაა.

„ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ჩინეთთან პოლიტიკური თანხვედრა და ტრანზიტის ხელშეწყობა ქმნის მყარ საფუძველს იმისათვის, რომ გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, გაღრმავდეს რეგიონული კავშირები და გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინურ ტელეარხ CGTN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა არის ჩვენი ქვეყნის აქტივი და ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ჩინეთის მიერ.

ჩვენ ვსაუბრობთ ვაჭრობის ხელშეწყობაზე, საქონლის ტრანზიტის ხელშეწყობაზე, ინტეგრაციაზე -

ეკონომიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე რეგიონში, რომელიც მოიცავს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, აღმოსავლეთ ევროპას.

ვფიქრობ, რომ აქაც ორივე მთავრობის პოლიტიკა ერთმანეთთან შესაბამისია.

ამიტომ, დიდ პოტენციალს ვხედავ მომავალში, მომავალ პროექტებსა და ჩვენს მთავრობებსა და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაში, რათა წინ წავწიოთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა. წინ წავწიოთ შუა დერეფანი, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა და ეს რეგიონები ავაღორძინოთ, რათა ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გავხადოთ ბევრად უფრო მარტივი და ბევრად უფრო შეძლებული", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლოზ სამხარაძე ჩინეთ - საქართველოს ურთიერთობაზე: მე ვხედავ დიდ პოტენციალს მომავალ პროექტებსა და მომავალ თანამშრომლობაში ჩვენს მთავრობებსა და ქვეყნებს შორის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა არის ჩვენი ქვეყნის აქტივი და ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ჩინეთის მიერ. ჩვენ ვსაუბრობთ ვაჭრობის ხელშეწყობაზე, საქონლის ტრანზიტის ხელშეწყობაზე, ინტეგრაციაზე - ეკონომიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე რეგიონში, რომელიც მოიცავს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, აღმოსავლეთ ევროპას. ვფიქრობ, რომ აქაც ორივე მთავრობის პოლიტიკა ერთმანეთთან შესაბამისია. ამიტომ, დიდ პოტენციალს ვხედავ მომავალში, მომავალ პროექტებსა და ჩვენს მთავრობებსა და ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაში, რათა წინ წავწიოთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა. წინ წავწიოთ შუა დერეფანი, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა და ეს რეგიონები ავაღორძინოთ, რათა ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება გავხადოთ ბევრად უფრო მარტივი და ბევრად უფრო შეძლებული“
ნიკოლოზ სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა. ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. შედეგად, ორივე ქვეყნის მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა ექნება, უკეთ გაიცნოს ერთმანეთის კულტურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები