პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი: „სამწუხაროა, მაგრამ მისი ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მეუფე იობი მხარედ ჩამოყალიბდა. მინდა, ვცდებოდე და ასე არ იყოს, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მრჩება, რადგან მისი ეს განცხადებები საეჭვოდ დაემთხვა პარტიების აკრძალვის პროცესს, გვარამიას განცხადებებს და ზოგადად, მიმდინარე პროცესებს“

საპატრიარქოტვ პირველიქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მეუფე იობი მხარედ ჩამოყალიბდა, რადგან მისი განცხადებები საეჭვოდ დაემთხვა პარტიების აკრძალვის პროცესსა და გვარამიას განცხადებებს.

ირაკლი ჭეიშვილი: „სამწუხაროა, მაგრამ მისი ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მეუფე იობი მხარედ ჩამოყალიბდა. მინდა, ვცდებოდე და ასე არ იყოს, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მრჩება, რადგან მისი ეს განცხადებები საეჭვოდ დაემთხვა პარტიების აკრძალვის პროცესს, გვარამიას განცხადებებს და ზოგადად, მიმდინარე პროცესებს“
POSTV

„სამწუხაროა, მაგრამ მისი ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მეუფე იობი მხარედ ჩამოყალიბდა. მინდა, ვცდებოდე და ასე არ იყოს, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მრჩება, რადგან მისი ეს განცხადებები საეჭვოდ დაემთხვა პარტიების აკრძალვის პროცესს, გვარამიას განცხადებებს და ზოგადად, მიმდინარე პროცესებს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჭეიშვილმა მიტროპოლიტ იობის ქადაგებაზე საუბრისას განაცხადა.

„მე ვფიქრობ, საპატრიარქო და ეპარქია თავად გასცემს პასუხს მეუფე იობის განცხადებებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მიტროპოლიტია, ეპისკოპოსია მეუფე იობი და აქედან გამომდინარე, ვცდილობ, კრიტიკისგან თავი შევიკავო, მაგრამ ძალიან სამწუხარო განცხადებები გააკეთა.

დღეს „ტვ პირველის“ ჟურნალისტი დარბოდა და კითხვას სვამდა, რომ მარტო მეუფე იობი კი არა, „ეკლესია გაკრიტიკებთ და რას იტყვით ამის შესახებო?“ ერთი მეუფე იობი არ არის ეკლესია. კი ბატონო, პატივს ვცემ, ეპისკოპოსია, მიტროპოლიტია, პატივისცემას იმსახურებს, შეიძლება ითქვას, მაგრამ არასწორი მიდგომაა რასაც ის აკეთებს დღეს და ეს არის ძალიან ცუდი, რასაც მეუფე იობი აკეთებს. არ შეიძლება ასეთი განცხადებების გაკეთება არაფერზე დაყრდნობით, არგუმენტის გარეშე.

მისი ეს განცხადებები საეჭვოდ დაემთხვა ამ პარტიების აკრძალვის პროცესს, გვარამიას განცხადებებს და ზოგადად, მიმდინარე პროცესებს, ამიტომ შეიძლება ეჭვიც მივიტანოთ, მაგრამ მაინც ვცდილობ ყოველ შემთხვევაში, რომ არ ვიყო ხისტი და დაველოდოთ – დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით.

სამწუხაროა, რომ მართლა მხარედ ჩამოყალიბდა ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე. მინდა, ვცდებოდე და ასე არ იყოს, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მრჩება.

ჩვენი მიდგომა, ზოგადად „ქართული ოცნების“ მიდგომა დედა ეკლესიასთან მიმართებაში აბსოლუტურად ნათელია და ყველამ იცის. მაგაში ცილს ვერავინ დაგვწამებს“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ღმერთმა შეუნდოს" - "ოცნებაში" უპასუხეს ეპისკოპოსს, რომელიც ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავი ამოწურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები