ლევან ჯობავა: ბექაური ხარებასთან იყო რესტორანში, თოფურია - ზარქუასთან, ზოგმა ღირსების ორდენი აიღო და ზოგიც კალაძის შტაბში ტიტუშკობდა…
ლევან ჯობავა: არჩევანი გვაქცევს ადამიანებად… სად ვიყავი მე, როცა ჩემს საყვარელ სპორტსმენს/კლუბს/ნაკრებს უჭირდა? სად იყო ჩემი საყვარელი სპორტსმენი/კლუბი/ნაკრები როცა მე, გულშემატკივარს, მიჭირდა?

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, რაგბის კლუბ „სოხუმის“ დამფუძნებელი/პრეზიდენტი ლევან ჯობავა:
არჩევანი გვაქცევს ადამიანებად…
სად ვიყავი მე, როცა ჩემს საყვარელ სპორტსმენს/კლუბს/ნაკრებს უჭირდა ?
სად იყო ჩემი საყვარელი
სპორტსმენი/კლუბი/ნაკრები როცა მე, გულშემატკივარს, მიჭირდა ?
2 წლის წინ რუს-ქოცებმა ხელებშეკრული მოქალაქეების ლეწვა რო დაიწყეს, სპორტსმენებმაც დაიწყეს პოსტების წერა, ევროკავშირის დროშების გასთორვა …
2 წლის შემდეგ სპორტსმენებიდან მოქალაქეებთან ერთად ირაკლი მაჩხანელი დგას!
ბექაური ხარებასთან იყო რესტორანში, თოფურია - ზარქუასთან,
ზოგმა ღირსების ორდენი აიღო და ზოგიც კალაძის შტაბში ტიტუშკობდა…
კი, კი, ზუსტად იმ შტაბში, პოლიციასთან შეთანხმებული ჩასაფრება რო მოუწყეს დემონსტრანტებს და ქალები რო ცემეს!
დიდ სპორტსმენად ვარჯიში, შრომა და გამარჯვება გაქცევს, ადამიანად - შენი არჩევანი!
შენ, მაგარო სპორტსმენო, სად იყავი, როცა შენს გულშემატკივარს უჭირდა ?
როცა შენს გულშემატკივარს უჭირს დღესაც, სად ხარ ახლა?
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…