პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ერთ ოპოზიციონერსაც კი არ უხსენებია, თუ რამხელა მნიშვნელობის იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. არადა, ჩინეთი ის გლობალური მოთამაშეა, რომელსაც ესაუბრება როგორც ტრამპი, ასევე სი ძინპინთან შესახვედრად რიგში დგანან ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები“ – გიორგი ქაჯაია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან ვიზიტებზე

ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია აცხადებს, რომ ოპოზიციას საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობა არ უხსენებია, მაშინ როცა ჩინეთთან ევროპის ლიდერები და დონალდ ტრამპიც საუბრობენ.

„ერთ ოპოზიციონერსაც კი არ უხსენებია, თუ რამხელა მნიშვნელობის იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. არადა, ჩინეთი ის გლობალური მოთამაშეა, რომელსაც ესაუბრება როგორც ტრამპი, ასევე სი ძინპინთან შესახვედრად რიგში დგანან ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები“ – გიორგი ქაჯაია ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან ვიზიტებზე
POSTV

„ერთ ოპოზიციონერსაც კი არ უხსენებია, თუ რამხელა მნიშვნელობის იყო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. არადა, ჩინეთი ის გლობალური მოთამაშეა, რომელსაც ესაუბრება როგორც ტრამპი, ასევე სი ძინპინთან შესახვედრად რიგში დგანან ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ, ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ვიზიტების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ერთ ოპოზიციონერსაც კი არ უხსენებია, როგორი მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა საქართველოში, როდესაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ჩვენს ქვეყანას, რაც ნიშნავს, საერთაშორისო დონეზე თანამეგობრობისთვის გამოწვდილ ხელს, უდიდეს ჩინურ ინვესტიციებს. ვიცით, რომ ჩინეთი უზარმაზარი ეკონომიკა და გლობალური მოთამაშეა, რომელსაც ესაუბრება როგორც ტრამპი, ასევე რიგში დგანან ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები, რათა სი ძინპინს შეხვდნენ.

აი, მაგალითად, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მიიწვიეს საფრანგეთის მშვიდობის ფორუმზე, მან ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაზე, იმაზე, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი, ილაპარაკა ოკუპაციის პირობებში მცხოვრებ ბავშვებსა და მათი უფლებების დაცვაზე. ასევე ჩვენ ვხედავთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის არაერთ მნიშვნელოვან ვიზიტს. რაზეა საუბარი და რა არის ამ ვიზიტების მთავარი გზავნილი? – „ევროპულ არქიტექტურაში საქართველოს როლი“. აი, ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტები ხორციელდება. ასევე ჩვენს ქვეყანაში ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა, დაახლოებით ერთი თვის წინ.

რისი თქმა მინდა ამით? – იმის, რომ ეს ადამიანები საუბრობენ საქართველოს მნიშვნელობაზე, შუა დერეფნის როლზე, ახალ შესაძლებლობებსა და ახალ გამოწვევებზე. და ამ ახალ გამოწვევებში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ, ჩვენ ვართ ჰაერივით მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლადო სადღობელაშვილი: “ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა. თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები