,,კალაძე ზუსტად ისე წარმატებით აპრავებდა ნაცების დარბევებს, როგორც ქოცების დარბევები აპრავა“ – ლევან ჯობავა 7 ნოემბერზე
ჟურნალისტ ლევან ჯობავას მტკიცებით, კალაძე „ნაცების“ დარბევებს ისევე ამართლებდა, როგორც ახლა „ქოცების“ დარბევებს ამართლებს. მან 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევა გაიხსენა და განაცხადა, რომ პოლიციის ძალის გადამეტებისა და უკანონო დაკავებების გამო აქციებზე მაშინაც იდგნენ და დღესაც დგანან.

ჟურნალისტი ლევან ჯობავა:
,,2007-შიც მურტალი ამინდი იყო, 7 ნოემბერს
წვიმა, სიცივე, ცრემლსადენი გაზი და პირველი მასშტაბური დარბევა…
თეატრალურის შენობაში დაშავებული მოქალაქეები, რომლებიც შენობიდან უსაფრთხოდ გავიყვანეთ.
უკანონო პატიმრები და პოლიციის ძალის გადამეტებას შეწირული ახალგაზრდები – ამიტომ ვიდექით მაშინ.
ამიტომ ვდგავართ დღეს !
მაშინ ყველაზე ახლობელი ვინც გვერდით იდგა, ახლა რეჟიმის მხარესაა.
უკანონო პატიმრებს დასცინის, პოლიციელების ქმედებაზე თვალს ხუჭავს და მთელი ძალით აშავებს პროტესტს.
მადლობა ღმერთს, მჩაგვრელის და ჩაგრულის გარჩევა ისევ შემიძლია, რეჟიმთან ვალში არ ვარ და ნების საწინააღმდეგოდ არ მიწევს აბსურდის ბოდვა და ძალადობის გამართლება!!
და აქვე, მოკითხვა მედროვეების ხელმწიფე კრახი კალაძეს, რომელიც ზუსტად ისე წარმატებით აპრავებდა ნაცების დარბევებს, როგორც ქოცების დარბევები აპრავა…“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…