პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან

მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ პროგრესი მიღწეულია და უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს ევროპელებიც შეუერთდებიან.

ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან
ინტერპრესნიუსი

უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ქვეყნის დატოვებამდე განაცხადა.

“ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები იყვნენ,” - განაცხადა უიტკოფმა.

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოსკოვშო შეხვედრა დასრულდა, რომელზეც მათ აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი შეხვედრის ბოლო რაუნდი განიხილეს.

“ვფიქრობ, რომ პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ, დღეს ადრე მივაღწიეთ მას. ხალხს არ ეგონა, რომ სამმხრივ შეხვედრებს განვაახლებდით. განვაახლეთ. ახალი შეხვედრა დავნიშნეთ,” - განაცხადა უიტკოფმა.

ცნობისთვის, ახლა აშშ-ის წარმომადგენლები დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ მიაწვდიან დეტალებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: აშშ-ის მაღალჩინოსნები ხუთშაბათს ჩავლენ მოსკოვში, რათა ვლადიმირ პუტინს სთხოვონ „კურთხევა“ იმის თაობაზე, რომ ევროპელ წარმომადგენლებს უკრაინის სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება მიეცეთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები