ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან
ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელებიც შეუერთდებიან.

ევროპელები უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს შეუერთდებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ქვეყნის დატოვებამდე განაცხადა.
“ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები იყვნენ”, - განაცხადა უიტკოფმა.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოსკოვში შეხვედრა დასრულდა, რომელზეც მათ აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი შეხვედრის ბოლო რაუნდი განიხილეს.
“ვფიქრობ, რომ პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ, დღეს ადრე მივაღწიეთ მას. ხალხს არ ეგონა, რომ სამმხრივ შეხვედრებს განვაახლებდით. განვაახლეთ. ახალი შეხვედრა დავნიშნეთ”, - განაცხადა უიტკოფმა.
ცნობისთვის, ახლა აშშ-ის წარმომადგენლები დუბლინში გაემგზავრებიან, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ დეტალებს მიაწვდიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიავლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სტივ უიტკოფის განცხადებით, უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან
სტივ უიტკოფის განცხადებით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ჩაინიშნა - მასში ევროპელებიც ჩაერთვებიან
აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები: უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში ევროპული მხარეც უნდა ჩაერთოს
უიტკოფის განცხადებით, პუტინი წინააღმდეგი არ არის, რომ ევროპა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…