პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით

ირაკლი კობახიძემ დუბლინში განაცხადა, რომ საქართველო ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება და ქრისტიანული ტრადიციების საფუძველზე ქართველები თავს ყოველთვის ევროპელებად მიიჩნევდნენ.

ირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
რუსთავი 2

ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა საქართველოს როლი ევროპის არქიტექტურაში.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული რჩება.

"მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტს მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, ვისაუბრო საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში. ეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემაა. თუმცა, ვფიქრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ევროპისთვისაც, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში.

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ საკუთარ თავს ევროპულ ერად მივიჩნევთ. ეს ღირებულებებს ეფუძნება და ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ქრისტიანულ ტრადიციებსა და კულტურაში. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს. სწორედ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად. ჩვენ ერთგული ვრჩებით ტრადიციული ევროპული ღირებულებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო გეოგრაფიულად გარკვეულწილად მოწყვეტილი იყო ევროპას. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, საქართველომ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები ევროპასთან და ევროკავშირთან", - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 5ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები, ამ თვალსაზრისით გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები და კულტურა - საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
  3. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროპამაც შეინარჩუნოს ტრადიციული ღირებულებები. პირველი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპულ ერად მივიჩნევთ, არის ღირებულებები, საქართველოს ევროპული კულტურული იდენტობა
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები, ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრემიერი - თავად ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში
  6. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ქრისტიანული ტრადიციებისა და კულტურის საფუძველზე ქართველები ყოველთვის მიიჩნევდნენ საკუთარ თავს ევროპელებად, ჩვენ ტრადიციული ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მტკიცე კავშირების შენარჩუნება" - ირაკლი კობახიძე დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები